“შაბათის სკოლის” მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა 25 ივნისს ჩატარდება!


შაბათის სკოლისმე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა (ტესტირება) ჩატარდება 2023  წლის 25 ივნისს

მოდულის წერა ჩატარდება კომაროვის სკოლაში  (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49).  

ტესტირებაზე რეგისტრაცია  დაიწყება  -  07:30 საათიდან

წერა  დაიწყება  - 08:30 საათზე

ტესტირების ხანგრძლივობა -  2 საათი და 30 წუთი

ტესტირებაზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს დროულად.

 

ყველა მოსწავლის ნაშრომი (კოდირებული) და გამოყენებული ტესტი  აიტვირთება იმავე დღეს სკოლის ვებ გვერდზე. 

აუცილებელია კოდის გამოტანა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ვებ გვერდზე მოძებნოთ მოსწავლის ნაშრომი და  თქვენვე შეამოწმოთ ნაწერი.

 

ტესტირების პროცედურასთან დაკავშირებით, აპელაცია მიიღება 25  ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com     

 

პირველადი შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივლისისა.

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  2 და 3 ივლისს 18:00  საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდებაივლისს 18 საათამდე.

 

წერაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·       საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის,  წყალი (პლასტმასის ბოთლით), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აქვს, სავალდებულო არ არის).

·       პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში,  სკოლა უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

·       მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩართავს მხოლოდ გამოცდის დასრულებისა და საგამოცდო  ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რომ  შეძლოს მშობელთან დაკავშირება.

 წერის დროს მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საათიც  უნდა შეინახოს ტელეფონთან ერთად.

·       ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.

 

 

ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები

ტესტის სტრუქტურა:

·       შემაჯამებელი წერის  ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·       19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით

·       6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  

·       ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1. 

 

საკონკურსო პირობები:

საკონკურსო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 18 ივნისისა.

 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:

მე-7 კლასში   მისაღები  გამოცდის თარიღი და ადგილი  გამოცხადდება არაუგვიანეს ივლისისა. (სავარაუდო პერიოდი 14 ან 15 ივლისი). 

 

მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 7 ივლისისა.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ  წარმატებას!

 

 

 


ზემოთ